რეზონანსი
27.09.2020

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალსა და სოხუმში კორონავირუსის იმ ვაქცინის შეტანა უნდათ, რომელზეც ჯერ კვლევები დასრულებული არ არის და მას არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” აქვეყნებს.

რუსი ექიმების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ პრეპარატი უნიკალურია, თუმცა მეორე ნაწილი კვლევების დასრულებამდე ვაქცინის გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს. როგორც რუსული მედიიდან ხდება ცნობილი, ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო მთავრობებმა ვაქცინის გამოყენების სურვილი თავად გამოთქვეს, თუმცა ეს გარემოება ეჭვებს ანალიტიკოსებს და სპეციალისტებს ბერვ კითხვის ნიშანს უჩენს.

როდის შეისყიდიან ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო პირველი პირები ვაქცინას, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×