რეზონანსი
28.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღეს გამოვლენილი შემთხვევების ფონზე დღევანდელ სტატისტიკაში ინფიცირების მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება, თუმცა კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა და ახლა მათი რიცხვი 25-ს შეადგენს:

„უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია სულ 5,552 კოვიდინფიცირების შემთხვევა. დღეს დადაასტურდა 298 ახალი შემთხვევა, წინა დღით იყო 294 - ეს მნიშვნელოვანი მატება არ გახლავთ. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2054-ია, შესაბამისად. ამ პაციენტებიდან ამჟამად კრიტიკულად მძიმე არის 25 პაციენტი, რომელთა შორის 22 არის მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთებული.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, კვლავ აჭარაშია ყველაზე მეტი ინფიცირებული - გამოვლინა 175 ახალი დადასტურებული შემთხვევა, შემდეგ მოდის იმერეთი - 38 ახალი შემთხვევა, თბილისში გამოვლინდა 32, გურიაში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 11, ქვემო ქართლი - 7 და კახეთი - 4“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×