რეზონანსი
29.09.2020

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

წუხელ, „მუსტანგის" მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის მოზარდს შეეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. შედეგად კი 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×