რეზონანსი
29.09.2020

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირის სამოსში ჩაცმული მოქალაქის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვყნებს და წერს, რომ ე.წ. მეუფე მიქაელი სახელით ცნობილი ადამიანი სამღვდელო დასის წევრი არ არის.

საპატრიარქოს ცნობით, მიხეილ პირმისაშვილის მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია, მკრეხელური თვითნებობა და მძიმე საეკლესიო დანაშაულია.

„თვითმარქვია სასულიერო პირი.

ე.წ. მეუფე მიქაელი - მიხეილ პირმისაშვილი

საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა ე.წ. მეუფე მიქაელის საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა და ამ მიზნით სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ იყო მიწვეული სასულიერო პირის (მაღალი იერარქის) სტატუსით. ეს ყოველივე კი მოსახლეობის დიდ ნაწილს აბნევს და შეცდომაში შეჰყავს.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირის ნამდვილი სახელი და გვარია მიხეილ პირმისაშვილი.

მან სასულიერო ცხოვრების გზა რუსი-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო, თუმცა ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად, მღვდლად და, მით უფრო, ეპისკოპოსად.

როგორც ბოლო დროს შევიტყვეთ, იგი საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლურ ტაძარშიც თვითნებურად და უნებართვოთ ატარებს მსახურებას, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების თეატრალიზება მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ხოლო მის მიერ იმიტირებულ მსახურებაზე ჩვენი ეკლესიის მრევლის დასწრება - მძიმე საეკლესიო დანაშაული.

გარდა ამისა, ხსენებული პიროვნების მიერ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მსახურების თვითნებურად აღსრულება სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრაა და სამართალდარღვევას წარმოადგენს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×