რეზონანსი
30.09.2020

ნატოში უაღრესად მაღალი შეფასება მიეცია საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას და იმ შესრულებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველო ყველა მიმართულებით ახორციელებს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული მექანიზმი აქვს , რაც კიდევ უფრო აადვილებს ჩვენს მისვლას საბოლოო მიზნამდე და ეს არის ნატოს წევრობა.

„ახალია ევროკავშირისთვის და ნატოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ რეგიონში საქართველოს ადგილის და ფუნქციის განსაზღვრა. ნატოში აღინიშნა, რომ აუცილებელია მეტი ნატო საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. პრაქტიკული განზომილებით და თანამშრომლობის კუთხით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა და ერთ-ერთი უახლოესი რასაც ველოდებით არის ერთობლივი პაკეტის განახლება. ეს იქნება პრაქტიკული ნაბიჯი საბოლოო ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (01.10.2020)
ნატოს იმედზე რომ ვართ შაბ ზღვაში ერთი სამხედრო გემი მაინც ვიყიდოთ . კატერების იმედად რომ ვართ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×