რეზონანსი
01.10.2020

გორი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფმა ორმა მგზავრმა, ბებიამ - შუა ხნის ქალმა და შვილიშვილმა , 4 წლის გოგონამ - სხეულის ტრავმული დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას, რომელსაც ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება, ცოტა ხანში, კატასტროფული მედიცინის ცენტრი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×