რეზონანსი
01.10.2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე უკრაინული გამოცემა „სტარანას“ ინფორმაციას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მას კიევის რესტორანში თავს დაესხნენ, წერს, რომ აღნშნულ პირს მისი ავტოგრაფი უნდოდა

„სინამდვილეში, მამაკაცი მოვიდა კალმით უბრალოდ ავტოგრაფისთვის. აი, ეს არის მთელი ისტორია“ - წერს სააკაშვილი პირად გვერდზე.მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი დარინა ჩიჟი კი „ფეისბუკზე“ გამოცემა „სტრანას“ ერთ-ერთ რედაქტორს სვეტლანა კრიუკოვას მიმართავს და ეკითხება, რატომ ბოლომდე არ უყურა იმ ვიდეოს, რომელიც თავად გამოაქვეყნა.„სრული სისულელე! სააკაშვილს თავს არავინ დასხმია. სვეტლანა კრიუკოვა , თუკი თქვენ შეძელით ვიდეოს მიღება დაწესებულებიდან, სადაც მიხეილია, რატომ არ უყურეთ მას ყურადღებით? ვიდეოზე ყველაფერი მკაფიოდ ჩანს“ - წერს სააკაშვილის პრესმდივანი.

მას სვეტლანა კრიუკოვა კომენტარებში პასუხობს და ეუბნება, რომ ასე საინტერესო არა რის და დააბრუნონ ვიდეოში როგორც იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×