რეზონანსი
17.10.2020

მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა.

სხდომა "ბომონდ გარდენში" იყო დანიშნული, სადაც მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა და სხდომაზე არ უშვებდა. მათი თქმით, ეს ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე ისროლეს კვერცხები.

სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×