რეზონანსი
17.10.2020

„ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსული კვალი და რუსული საქმის კეთება საკუთარ ბიოგრაფიაში უნდა მოიკითხოს, მათ გაყიდეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის კომპანიებზე, დაკარგეს ასობით სოფელი, დატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ პარლამენიტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ისინი ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიასთან ოპონირებას აპირებენ, თუმცა, ასეთი „ნაციონალური მოძრაობა" არ არის.

„სიტყვით აცხადებენ, რომ ემსახურებოდნენ დემოკრატიას, სინამდვილეში, მათ ფეხქვეშ გათელეს ყველა დასავლური ღირებულება, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული მედიის თავისუფლებით. თუ ვინმე რუსულ საქმეს აკეთებდა ამ ქვეყანაში, რუსულ საქმეს აკეთებდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა". ისინი დღესაც ცდილობენ, რომ რუსული საქმე გააკეთონ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიას და არჩევენებს, მაგრამ მათი პოტენციალი არის მილევად რეჟიმში და ისინი გავლენ პოლიტიკური ველიდან ამ არჩევნების შემდეგ... ჯანსაღი ოპოზიცია არის, ნებისმიერი ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური სისტემა, ვინც ერთგულია თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, იცავს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრიონციებს, ჩვენ ასეთ ოპოზიციასთან ოპონირებისთვის მზად ვართ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა" ასეთი არ არის, ისინი მილევად რეჟიმში არიან და რა თქმა უნდა, მალე გავლენ პოლიტიკური ველიდან", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (17.10.2020)
ნაცმოძრაობა თუ უფრო თქვენ. ღარიბაშვილს ვერ უყურებ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×