რეზონანსი
18.10.2020

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვდინფიცირების 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთაგან ნაწილი უკვე ცნობილი კლასტერის კონტაქტია, ხოლო ნაწილზე ინფიცირების წყაროს დასადგენად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ამ ეტაპზე შიდა ქართლში 192 კოვიდინფიცირებულია, მათ შორის 58 ბინაზე მკურნალობს. თვითიზოლაციაში 919 პირი იმყოფება.

ახალ შემთხვევებში 4 არასრულწლოვანია, საიდანაც 1 გორის მაცხოვრებელია, ხოლო 3 კი კასპის მუნივიპალიტეტის, ახალქალაქის მკვიდრია და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ყველაზე პატარა ინფიცირებული 3 წლისაა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რეგიონში სულ დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლაა გადასული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×