რეზონანსი
18.10.2020

„ლელოს“ თამვჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი გუნდი თვითიზოლაციაშია, "ერთი წამით არ წყვეტენ ბრძოლას, რომ ის გაუგებრობა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, წარსულს ჩააბარონ".

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, “ლელოს“.

“არ ვეთიშებით საარჩევნო პროცესს, როდესაც წინააღმდეგობა ჩნდება, ჩვენი გუნდი მეტად მობილიზებული ხდება, პარტია ძალიან სერიოზულად მობილიზდა. ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან და ერთად დავასრულებთ იმ მმართველობას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩვენი ხალხი იჩენს კეთილ ნებას და ეს ასახულია ყველა გამოკვლევაში, რომელშიც ადამიანების 70% ადასტურებს, რომ არჩევნებში მიიღებს მინაწილეობას. ყველაფრის მიუხედავად, ხალხი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას ახალ მომავალს, ეს კი არის “ლელო”. წარმოიდგინეთ, რომ “ლელო” არ შექმნილიყო, მაშინ არჩევანი გაკეთდებოდა ისევ ამ ძველ ორ პოლუსს შორის. ჩვენ გვაქვს “ლელოს მარშალის გეგმა”, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან. ისეთ ადამიანებს უნდა დავუჭროთ მხარი, ვისაც საქმე გაუკეთებია, იცის და კომპეტენტურია“, - განაცახადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” „გამოავლინა ტიპიური აღტკინება, ვითომ მათ შეძლეს და კოვიდზე გაიმარჯვეს.

“მხოლოდ 8 ოქტომბერს გამოყვეს 48 მილიონი ინფექციურისთვის. მე ვერ გავიგე, რა არის მართვა. ამდენი სესხი რომ აიღო ხელისუფლებამ, გამოაქვეყნოს, გახარიამ ფული სად დაიხარჯა. ამ მთავრობას უნდა, ჩვენი ფულის ჭამა გააგრძელოს, ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებისთვის მუშაობას,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გალელი   (18.10.2020)
მამუკა ბ-ნო რომ გაიძახოდით ოპოზიციის წევრები ----რას ამბობთ იგონებს მთავრობა თორემ სადაა კოვიდი,არ არისო---ყოფილა? მიმართე ვაშაძეს ეგებ მიგეგზავნოს კოვიდმთავართან და გიშველის

sos!   (18.10.2020)
მთავრობა ყველაფერს აკეთებს კოვიდის წინააღმდეგ და სისულელეს ნუ ლაპარაკობ თუ კაცი ხარ. ეს ისევ თქვენაა და ისევ ისინი,ვინც რეგულაციებს არ იცავს, ავრცელებენ ამ ვირუსს,თითქოს შეგნებულად აკეთებენ და არც ანაღვლებთ ხალხი,ესაა სწორედ მაგალითი რაც ბათუმში ულვაშამ,ვარშალომიძემ და მათმა ბოსმა ჩაიდინა. მე ვეკითხები მთავრობას- რ ა ტ ო მ არ დ ა ჯ ა რ ი მ დ ა ეს პარტიები?

კოტე   (18.10.2020)
შენი ნაჭამიც დაითვალე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×