რეზონანსი
18.10.2020

ფოთში 19 ოქტომბრიდან, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

რაც შეეხება კიდევ ერთ, მე-12 საჯარო სკოლას, იქ ონლაინგაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. მე-12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გივი   (18.10.2020)
მარტო ფოთი მთელი ქვეყანა უნდა გადავიდეს ეს არის საშიში ვირუსი არ ესმის მთავრობას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×