რეზონანსი
19.10.2020

საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ყარაბაღში - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთი დილიდან აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯაბრაილის რეგიონის 13 სოფელი გაათავისუფლეს.

სომხეთის თავდაცვის უწყება კი აზერბაიჯანის კუთვნილი 9 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. 37 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია. აზერბაიჯანი კი სომხების მიერ ხიზის რეგიონზე სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×