რეზონანსი
19.10.2020

შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და მართვით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე უკეთ იცავს. ამიტომ ,უნდა მივეჩვიოთ. ძალიან ხშირია ოჯახური დაინფიცირების ფაქტი. შეიძლება, თავი მოგაბეზრეთ ამ მოწოდებით, მაგრამ, დიახ, საქართველო არ არის გამონაკლისი. ჩვენ ვართ ევროპისა და მსოფლიოს ნაწილი. ევროპაშიც და მსოფლიოშიც ეპიდემია, ასე ვთქვათ, გახურებად ფაზაშია შესული და ეს არ დამთავრდება ერთ და ორ თვეში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×