რეზონანსი
19.10.2020

შაბათს, ჩემს მეგობრებთან, მამუკა მდინარაძესთან და კიდევ ერთ ჩემს მეგობართან ერთად, მივედით ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან სავახშმოდ. მისვლიდან დაახლოებით, 10-15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ გურიაში რამდენიმე პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე და ის მეგობრები, რომლებთანაც მას შაბათს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„შაბათს, ჩემს მეგობრებთან, მამუკა მდინარაძესთან და კიდევ ერთ ჩემს მეგობართან ერთად, მივედით ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან სავახშმოდ. მისვლიდან დაახლოებით, 10-15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ გურიაში რამდენიმე პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. მაშინვე წამოვედით იქიდან მეც და ჩემი მეგობრებიც. შესაბამისად, მამუკა მდინარაძეც წამოვიდა იქიდან და გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ძალიან მინდა, რომ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდეს ვირუსი და არ დავაყენო ისინი ამ რისკის ქვეშ", - განაცხადა ნინო წილოსანმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×