რეზონანსი
19.10.2020

ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ სისტემური ხარვეზებია და თითქოს პროცესი არ იმართება, ეს არ შეესაბამება რეალობას.საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთაა მომზადებული, ამის მიუხედავად ეს რესურსები ამოუწურავი არ არის. - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთაა მომზადებული, ამის მიუხედავად ეს რესურსები ამოუწურავი არ არის.

„ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა დარღვევის არაერთი შემთხვევა. ასევე იყო შემთხვევები, როცა ცალკეული კერძო ობიექტები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგენილი რეგულაციებს, რაც გულისხმობს 22 საათის შემდეგ კაფეებისა და რესტორნების მუშაობის შეჩერებას, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობდნენ სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა კონტექსტით, რაზეც შსს-მ და შრომის ინსპექციამ მოახდინა რეაგირება. ამ ნაწილში სახელმწიფო იქნება საკმაოდ მკაცრი", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით ეს ადამიანები სახელმწიფოს უდგანან და ადამიანებს ჯიბრში და ეთამაშებიან მათ სიცოცხლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×