რეზონანსი
19.10.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახლანდელი ეპიდვითარება ვირუსის პირველი ტალღაა. იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარში იქნება.

„ამ ქვეყანაში პირველი ტალღა არ ყოფილა და არც არავის უნახავს. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. ახლა, ყველას მეორე რომ აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ბევრი რამე ვისწავლეთ. ქვეყანა დაკეტილი სულ ვერ იქნება და ქვეყანა გაიხსნა. გახსნილ ქვეყანაში კორონას ვერავინ ვერ აჩერებს. ვიცით, მსოფლიოში რაც ხდება, აქედან გამომდინარე ეს რეალობა გვაქვს.

კორონავირუსის რაოდენობა მზარდია და მისი რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. კი ბატონო, ნოემბრის მეორე ნახევარში შემთხვევების პიკური რაოდენობა გვექნება. საბედნიეროდ პიკური რაოდენობა ზამთრის ვირუსების პერიოდს არ დამეთხვევა, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს გვაქვს ხოლმე. მეორე სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში გვაქვს ხოლმე. ანუ კორონავირუსის ზედდება არ მოხდება ზამთრის ჩვეულებრივ ვირუსებთან, რაც დიდი პლუსია ჯანდაცვის სისტემისათვის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
2020   (20.10.2020)
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის „კატასტროფა“ უწოდა. „ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, ამერიკელებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მობეზრდათ. ”ხალხი ამბობს: უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Kaxeli   (19.10.2020)
გამოვაცხადეთ კ ა რ ა ნ ტ ი ნ ი.

გიო   (19.10.2020)
კარანტინი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×