რეზონანსი
19.10.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში, 372 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი პაციენტი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 176 ადამიანი მკურნალობს, მათგან 140-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევაა დადასტურებული, 1 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×