რეზონანსი
19.10.2020

საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის მინიმალური შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველამ უნდა დაიცვას.

„ის რეგულაციები რომლებიც არის, მინიმალურია, რბილია და ლაკონური, ყველა არ ასრულებს. მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში. არჩევნები რისკს ზრდის ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია და ის, მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამის მაგალითი იყო ბათუმში, სადაც არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. თუ იმ რეგულაციებს, რაც მიღებულია ყველა აღასრულებს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რისკი დაბალია. თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, არამედ საარჩევნო პერიოდი, რადგან საარჩევნო უბნებზე ისეა ყველაფერი დალაგებული, ისეთი ზომებია მიღებული ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს", - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×