რეზონანსი
20.10.2020

დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან 10-15 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ყოფნა, რა დროსაც არ არის დაცული დისტანცია და არც პირბადეა გამოყენებული, კონტაქტად ითვლება და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტის ჩატარებაა საჭირო. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავამ დეტალები განმარტა: 

„ეს დაავადება გადადის წვეთოვანი გზით, ამიტომ თუ ახლო კონტაქტი გვაქვს ადამიანთან დახურულ სივრცეში, საუბარია, მეტრნახევარზე უფრო ახლო მანძილზე, არ გვიკეთია პირბადე და კონტაქტი გრძელდება 10-15 წუთზე დიდხანს, ასეთი ადამიანები უკვე ითვლებიან კონტაქტირებულებად და მათთვის მნიშვნელოვანია, თუ სიმპტომები ექნებათ, ჩაიტარონ კვლევები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ წამიერი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან ორივე მხარეს ეკეთა პირბადე, ამ შემთხვევაში დაავადების გადაცემის რისკი არის მინიმალური. ასეთ შემთხვევაში ტესტირება საჭირო არ არის“, – განაცხადა "პირველი არხის" ეთერში ალექსანდრე გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×