რეზონანსი
20.10.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ანტიგენის სწრაფი ტესტით დიაგნოსტურება იგეგმება, თბილისსა და ქუთაისში.

"ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა, სადაც გვაქვს ამ დროისთვის, ცხელების ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე" - თქვა იმუნოლოგმა.

ამირან გამყრელიძვე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გასცა, რამდენიმე კომპანიის მიერ ნაწარმოებ ანტიგენზე, და არა ანტისხეულზე, დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც დაახლოებით 15 წუთში იძლევა პასუხს ვირუსზე.

"ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, სადაც დიდი მოწოლაა, თბილისსა და ქუთაისში, ცხელებიანი და სიმპტომებიანი ადამიანების, ასე მოხდება დიაგნოსტირება"

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ მედიკამენტი "რემდესივირი" საქართველოში მხოლოდ საერთაოშორისო კვლევისთვის შემოვა და არა გაყიდვისთვის.

"ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას - მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში" - თქვა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×