რეზონანსი
20.10.2020

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდა გარე სივრცეში მოქალაქეები პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. 

„პირბადეების გაუკეთებლობა ჩვენთანაც ისჯება, ჯარიმაა ამაზე დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე სიარულისთვის, თუმცა ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, არ უნდა გვჭირდებოდეს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდოთ მოქალაქეებს, არ უნდა გვჭირდებოდეს „შოლტის ეფექტით“ მუშაობა. 

ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ჩვენი მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან რეკომენდაციებს. თუ იქნება იმის საჭიროება და თუ დავინახავთ, მათ შორის გარე სივრცეში, რომ პირბადის ტარების საჭიროება არის, ამას გავაკეთებთ და საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნება პრობლემა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ani   (20.10.2020)
მეტროში არ უკეთიათ ნორმალურად და ვითომ ვინმე ამოწმებთ.მოინდომეს გარეთაც ეკეთოთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×