რეზონანსი
20.10.2020

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექთანი, ნანა ბერიშვილი ადამიანებს პანდემიის დროს ემოციებისა და ვირუსების სიმპტომების მართვის საშუალებებს უზიარებს.

ბერიშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ კორონავირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის, და ურჩევს პანიკას არ აჰყვნენ. ექთანი მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენას ურჩევს და სთხოვს, რომ ელემენტარულ სიმპტომებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ნუ მიმართავენ, რადგან ეს ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავს, რესურსი არასწორად დაიხარჯება და ექიმებს მუშაობა არაეფექტური იქნება.

ნანა ბერიშილის მიერ გამოქვეყნებულ რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო!

წინ საკმაო მძიმე და ემოციებით დატვირთული დღეები გველოდება. ყველა შეშინებული და ვეებერთელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. მესმის, გასაგებია, ჩვენ (NY) ეს უკვე გავიარეთ, ამიტომ თავს ნებას მივცემ, რომ რამოდენიმე რჩევა/რეკომენდაცია მოგაწოდოთ.

1. ფლოქვების თქარუნზე ნუ იფიქრებთ მაინცადამაინც ზებრებზე, პირველად ცხენზე იფიქრეთ.

2. გრიპების სეზონი უკვე დაწყებულია და ძალაში შედის. ამას ემატება სეზონური ალერგიები. ნუ შეგეშინდებათ ჩვეული სიმპტომატიკის.

3. მოერიდეთ 1-2 სიმპტომზე ცხელ ხაზზე რეკვას. გახსოვდეთ იქაც ადამიანები მუშაობენ და მათი რიცხვი კატასტროფულად მცირეა.

4. მოერიდეთ სასწრაფოს გამოძახებას, რომც დაგიდასტურდეთ ვირუსი, არანაირი წამალი მსუბუქ სიმპტომიანი პაციენტისთვის არ არის საჭირო. სწორი კვება, საკმაო რაოდენობის სითხის მიღება, სუფთა ჰაერი და აქტივობა - სულ ესაა თქვენი მკურნალობის კურსი.

5. ყველაზე საშიში საავადმყოფოების და მედპერსონალის გადატვირთვაა. თქვენ როცა ფაღარათის გამო სასწრაფოს იძახებთ, სადღაც ინფარქტიანი, ან ინსულტიანი ადამიანი კვდება.

6. თუ ზომიერად რთული სიმპტომატიკაა, ან რამოდენიმე სიმპტომია ერთად წარმოდგენილი, სუნთქვის გართულების გარეშე, არც მაშინ არის კრიტიკული ცხელ ხაზზე დავრეკავ ან გამოძახებ.

7. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის გართულებაა, ხშირი ხველით, გამოიძახეთ ბრიგადა, და თუ ჟანგბადის სათურაცია ნორმალურია, ე.ი. არ არის რთული პაციენტი. მხოლოდ სტეროიდს ან სიცხის (>39.0 ) დამწევს ადგილზე გაუკეთებენ და ეს პაციენტი სახლში იზოლირებული, ოჯახის ფრთხილი მეთვალყურეობის ქვეშ, ბევრად უფრო დაცულია გართულებისგან, ვიდრე გადატვირთულ საავადმყოფოს დერეფანში უამრავ პაციენტთან ერთად საწოლის მოლოდინში.

9 . ნუ შეშინდებით. კორონა ვირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის, ჯანმრთელ სხეულისთვის იოლი მოსახდელია, მთავარია გადაცემის ჯაჭვი არ შეიქმნას.

10. შეამცირეთ კონტაქტები, განერიდეთ არასაჭირო ფიზიკურ სიახლოვეს!

და რაც მთავარია:

- გაუფრთხილდით მედმუშაკებს, ცხელი ხაზის ოპერატორიდან დაწყებული იმ ლაბორანტით დამთავრებული, ყელიდან სინჯს რომ გიღებთ.

ექიმები და ექთნები უფრო მეტი ემოციური და ფიზიკური წნეხის ქვეშ არიან, ვიდრე თქვენ, რომ არაფერი ვთქვა თ იმ მაღალ რისკებზე, რაც ჩაკეტილ სივრცეში უამრავ პაციენტთან ურთიერთობას ახლავს თან.

ღმერთი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“ - წერს ნანა ბერიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×