რეზონანსი
21.10.2020

შესაძლებელია თუ არა, რომ ინფექციისგან განკურნებულ ადამიანს ვირუსი კვლავ შეეყაროს. მაგალითად, გუშინ ნოდიკო ტატიშვილმა განაცხადა, რომ იგი მეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. მისი აზრით, პირველი ასეთი სიმპტომები იანვარში ჰქონდა.

ქართველი ინფექციონისტები სხვადასხვა დროს ასახელებენ. ზოგი ამბობს, რომ შეიძლება მშვიდად 3 წელი იყოს პაციენტი, ზოგი კი 3 თვეს ასახელებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს და დიდი კვლევები მიმდინარეობს.

„ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინფექცია ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ასევე უჯრედულ იმუნიტეტს და გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში. 

რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ – ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის, რადგან ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა, თუმცა რჩება მეორე, უჯრედული იმუნიტეტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×