რეზონანსი
21.10.2020

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 369 - აჭარაში, 295 კი იმერეთში გამოვლინდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში - 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში -23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში -18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×