რეზონანსი
21.10.2020

 ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომელი ბანკში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

როგორც ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანა შონიამ, რომელიც თავდასხმის დროს ბანკის შენობაში იმყოფებოდა, „მაესტროსთან" განაცხადა, ბანკის მომსახურების სივრცეში ბევრი ადამიანი იყო, რომელთაგანაც თავდამსხმელმა რამდენიმე უკვე გაათავისუფლა.

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, როცა შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა როგორც მახსოვს იარაღიდან და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა, მისი მოთხოვნა იყო დავწოლილიყავით იატაკზე, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. სავარაუდოდ, კლიენტმა გამომიყვანა გარეთ. მომსახურების მოლოდინში საკამოდ ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ვიცი ასაკოვანი მოქალაქეები გამოუშვეს. თანამშრომლები სულ ვართ 58. ერთი იყო შესვენებაზე, მე აღმოვჩდნი გარეთ და ერთი სესხის ოფიცერი ვიცი, რომ გარეთ არის", - განაცხადა ანა შონიამ.

არსებული ინფორმაციით, თავდამხმელი ერთი მამაკაცია, რომელსაც სახეზე ნიღაბი არ უკეთია. მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×