რეზონანსი
21.10.2020

2 მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადება, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გააკეთა. მისი თქმით, ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში.

"როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში...

დეტალებზე მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილი, მიმდებარე ტერიტორია პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. მაქსიმალური ზიანი, რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის გაშუქებისგან",-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×