რეზონანსი
22.10.2020

მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მადლობა ღმერთს, რომ შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!" - წერს ოხანაშვილი.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში" შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×