რეზონანსი
22.10.2020

წარმატებით დასრულდა ოპერაციის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი. უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მან სამართალდამცველებს ამ შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა იყო შესაძლებლობა რომ განვითარებულიყო სხვა სცენარით, მაგრამ ჩვენ როგორც იქნა გაჟღერებული სამართალდამცავებმა ამისგან თავის შეიკავეს და მიზანი მიღწეული იქნა. ყველა მძევალი იქნა გათავისუფლებული. ასევე სპეციალური მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. ვიცი რომ ბევრი სხვადსხვა ოპერატიული ღონისძიება არის დაგეგმილი დღის განმავლობაში და, შესაბამისად, მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა", -განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×