რეზონანსი
22.10.2020

ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ის ღრმად არის შეშფოთებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, რაც ტრაგიკულ მოვლენებს იწვევს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, საომარი მოქმედებები შეწყდეს და სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. სტოლტენბერგმა სოხმეთს და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×