რეზონანსი
24.10.2020

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები.

„საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×