რეზონანსი
24.10.2020

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი - მუსულმანური, არაფერს ცვლის.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია. ის ფაქტი, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, აზერბაიჯანი კი - მუსულმანური, არაფერს ცვლის. ჩვენ რეგიონს ამ თვალსაზრისით არ განვიხილავთ,"- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×