რეზონანსი
25.10.2020

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ კოვიდინფექციის უსიმპტომოდ ტარების პროცენტი არის, დაახლოებით, 40%. ეს ძალიან დიდი პროცენტია, მაგრამ მინდა, ერთი თავისებურება ვთქვა: უსიმპტომო მტარებლობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში არავითარი ცვლილებები არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინ აკულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ე.წ. „უსიმპტომო“ პაციენტები გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ, ამ პაციენტების 50%-ს ფილტვში მაინც ჰქონდა ე.წ. „დაბურული მინის“ ნიშანი ანუ ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ინფიცირებული უსიმპტომოა, ვერ გრძნობს ტემპერატურას და გამოხატულ სუბიექტურ სიმპტომებს. ამიტომაცაა ეს საყურადღებო. ასეთი ადამიანები, ამ დროს ავრცელებენ ინფექციას. სწორედ მათზე მოდის ინფექციის ელვისებური თუ ცეცხლისებური გავრცელების უზარმაზარი პროცენტი“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×