რეზონანსი
25.10.2020

გიგა ბოკერიას თქმით, 31 ოქტომბერი უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ სწრაფად ამოვა მთელი ქვეყანა ჭაობიდან, რომელიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, უკეთესი მომავლისაკენ.
„ჩვენი გუნდის მიღმა არც ერთი გულწრფელი და გონიერი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც თვალებში შეგხედავს და გეტყვის, რომ ნორმალურია, როცა მთავრობა კრიმინალის წარმატებას საკუთარ წარმატებად ასაღებს, რომელიც გეტყვის, რომ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, როცა უმუშევრობა და სიღარიბე იზრდება, რომელიც გვეტყვის, რომ ივანიშვილის უტიფარი განცხადება - “ჩვენს მიღწევებს ვერ აფასებთო, კმაყოფილი და მადლობელი უნდა იყოთო“, ეს ნორმალური ჰგონია.
იცნობთ, ასეთ წესიერ და გონიერ ადამიანს, ვინც ამას გეტყვით?! ამიტომ ვინც ასე უტიფრად გვეუბნება, რომ უკუსვლა წინსვლაა, ვინც უტიფრად გვეუბნება, რომ მთავრობა იმისთვისაა, ხალხს მისი არსებობა დაამადლოს და თვლის, რომ ჩვენნაირი ქვეყნის მთავრობა როდესმე რაიმეთი უნდა იყოს კმაყოფილი, ამ ხალხს გაკვეთილი 31 ოქტომბერს მივართვათ და მოვიტანოთ ცვლილება - გარდამტეხი ცვლილება!
ჩვენ მოვდივართ რწმენით, რომ ეს ქვეყანა, სამეგრელო, ზუგდიდი, შეიძლება იყოს ლიდერი ჩვენი ქვეყნის, მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ჭაობიდან სწრაფი ამოსვლა გარდამტეხი ცვლილებებით.“ - განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (25.10.2020)
აბა ბიჭო ეხლა ეფერებით მეგრელებს..როცა წინა წლეებში თქვენმა ბანდამ დედა უტირა ზუგდიდლებს ხმას რატომ არ იღებდი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×