რეზონანსი
26.10.2020

ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძმის განცხადებით, მისი ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება და მედიის კითხვებს თავად გასცემს პასუხს.

ძმის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე დაახლოებით 1 კვირის წინ წავიდა დედაქალაქში.

"ჩემი ძმა მოვა ხვალ, სავარაუდოდ. თვითონ გააკეთებს მერე დანარჩენ კომენტარს. არ ვიცი ზუსტად სად იყო 21-ში, მაგრამ მსგავსებაც არანაირი არ არის, სიმაღლეში და ტანადაც სხვა აღნაგობა არის. თბილისში სამკურნალოდ არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა, არ მახსოვს ზუსტად," - განაცხადა ბადრი ესებუას ძმამ. 

მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×