რეზონანსი
27.10.2020

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე გამოძიების ტერორიზმის მუხლით წარმოება გაუგებარია.

დოლიძის განმარტებით, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ზუგდიდის შემთხვევაში კი „პოლიტიკური მიზნების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვქონია".

„გამიკვირდა, რომ ზუგდიდის დანაშაულს დაემატა ტერორიზმის კვალიფიკაცია. საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ან პოლიტიკური მოთხოვნა. პოლიტიკური მიზანი აუცილებლად უნდა ახლავდეს დანაშაულს, თუ მას ვარქმევთ ტერორისტულ აქტს. ზუგდიდის შემთხვევაში არანაირი ინფორმაციას არ გვქონია პოლიტიკური მიზეზის შესახებ, მძარცველს უნდოდა ქონების მითვისება ძალადობრივი მეთოდებით", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს იმისთვის, რომ ამ საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთოს.

„ან გამოვა უსაფრთხოების სამსახური და იტყვის, რომ როგორ ჰქონდა ამას პოლიტიკური კომპონენტი, ან გამოდის, რომ აბსოლიტურად ზედაპირულად და არაპროფესიონალურად უმატებენ მუხლს უბრალოდ იმისთვის, რომ ამ საქმეში ჩაერთოს უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვერ აბამს ამ საქმის გამოძიებას, არავითარი სიურპრიზი ეს ჩვენთვის არ იქნება და არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმარტივესი საქმეები ვერ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლომდე. გამობრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და მიუთითონ რატომ არის ეს ტერორისტული აქტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×