რეზონანსი
27.10.2020

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ედმიქსერის“ წარმომადგენლობას 2020 წლის ოქტომბრიდან უკვე საქართველოც შეუერთდა. დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდავეთი, ლატვია, ყაზახეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც „ედმიქსერი“ უკვე წარმატებით ოპერირებს. კომპანიის 10-წლიანი გამოცდილება თანამშრომლობის მყარს საფუძველს იძლევა, როგორც რეკლამის დამკვეთებისთვის, ასევე ფაბლიშერებისთვის, სეილსჰაუსებისთვის, მედიაჰოლდინგებისა და სარეკლამო სააგენტოებისთვის. „ედმიქსერის“ ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშესთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„ედმიქსერი“ სარეკლამო პროდუქტების საერთაშორისო ეკოსისტემაა, რომელიც ციფრული მედია ბაზრის მონაწილეებს აერთიანებს და მათ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, გამართვისა და შექმნის პროცესში ეხმარება. 

Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრეუსი მოხარულია, რომ „ედმიქსერის“ მომსახურებით უკვე ქართველ მომხმარებლებსაც შეუძლიათ სარგებლობა. 

„სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები. „ედმიქსერის“ გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“, – ამბობს ალექსანდრე ბრეუსი.

საქართველოში „ედმიქსერის“ აღმასრულებელ დირექტორად დიმიტრი ტიკარაძე დაინიშნა. მას ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დიმიტრი ტიკარაძემ საქართველოში ედმიქსერის“ მიზნებზე საუბრისას განმარტა, რომ კომპანია გაამარტივებს საქმიან მიდგომებსა და ურთიერთობებს ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის. „ედმიქსერი“ დაეხმარება მათ, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, „ედმიქსერის“ გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

„წლის ბოლომდე კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, - აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე.

ცნობისთვის, „ედმიქსერი“ ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera (და მრავალი სხვა) რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ არგუმენტს, რომ „ედმიქსერი“ ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×