რეზონანსი
27.10.2020

„ევროპული საქართველოს" წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მათ მიიღეს დაპირება, რომ ცესკო დაარეგისტრირებს თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრაციის ვადებში გადასატანი ყუთით მომსახურებას მოითხოვს.

ამასთან, ხოშტარიას ინფორმაციით, გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადაც.

„რასაც მივაღწიეთ ეს არის რამდენიმე საათით ცხელ ხაზზე ზარების მიღების გადაწევა. ეს პირველ რიგში მოქალაქეებმა უნდა გაიგონ - გააგრძელეთ ცხელ ხაზზე დარეკვა, ვისაც რეგისტრირების სურვილი გაქვთ. 18:00 საათამდე ზარებს მიიღებენ.

მივიღეთ პირობა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომლის ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ აუცილებლად. ნებისმიერი ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, რომ არ დაურეკეს, მოგვმართეთ და გავაგრძელებთ ამ წნეხს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ცესკო-ში, შეხვედრის დაწყებამდე, მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაცვის წევრები „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×