რეზონანსი
27.10.2020

პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს უვლინდებათ. ექიმის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად მოიმატა.

მედიკოსი მშობლებს ყურადღების გამოჩენას სთხოვს და ურჩევს, რომ მინიმალური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი ბავშვი სკოლასა და ბაღს მოარიდონ.

„ბოლო პერიოდში, ბავშვების ინფიცირებამაც მოიმატა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირება მოდიოდა უფროსებისგან, მშობლებისგან, ზოგ შემთხვევაში კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისგან. კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ზოგადი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის სიმპტომები. ბაღების გახსნის შემდეგ მოიმატა მომართვიანობამ ცხელების და სხვა რესპირატორული ინფექციების გამოც. საკმაოდ ძნელია დიფერენცირება. შეიძლება, ბავშვებში არც კი იყოს ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. შესაძლოა, იყოს მხოლოდ დიარეა, ერთჯერადი ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ მათ ბავშვს რაიმე ელემენტარული სიმპტომი (სურდო, ერთეული ხველა) ექნება, მიუხედავად ტემპერატურისა, არ უნდა წაიყვანონ სკოლასა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. იქ მეტ-ნაკლებად ახდენენ თერმოსკრინინგს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგიც, ჩემი აზრით, არის ფორმალური. იმ პერიოდში, როდესაც თერმოსკრინინგს უკეთებ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ტემპერატურა“, - ამბობს თემურ მიწელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×