რეზონანსი
28.10.2020

17 წლის ბიჭს კორონავირუსის დამარცხების შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი MIS-C განუვითარდა. გამოცემა "მირორის" ცნობით, ტეხასელი ბიჭი კორონავირუსით აგვისტოში დაინფიცირდა. დაავადება, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა განკურნებიდან ორიოდე კვირაში, მოზარდის დედის თქმით, ბიჭმა თავი ისევ შეუძლოდ იგრძნო.

ექიმების დიაგნოზით მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განუვითარდა. მოზარდს ჰქონდა პირღებინება და დიარეა, სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსს აჭარბებდა, მოგვიანებით კი მოხვდა რეანიმაციაში გულის უკმარისობის გამო, რაც ორგანიზმში ანთების არაერთი კერით იყო გამოწვეული.

„ვიწექი და ვგრძნობდი, თითქოს სიმაღლიდან ვვარდებოდი. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ უკვე მკვდარი ვარ“ – გამოცემა ამერიკელ ბიჭს ციტირებს. ბავშვის დედამ მის გამოჯანმრთელებას ნამდვილი სასწაული უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×