რეზონანსი
28.10.2020

ირმა ხოშტარია, რომელიც კორონავირუსისგან რამდენიმე დღის წინ განიკურნა, იმ შემთხვევაზე წერს, რაც მას ერთ-ერთ კლინიკაში გადახდა. როგორც ყოფილი ინფიცირებული წერს, როდესაც გამოკვლევაზე საავადმყოფოში მივიდა, კლნიკაში არ შეუშვეს და ღია ცის ქვეშ გასინჯა ექიმმა, რადგან გაიგეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი:

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება და გულისტკივილი კლინიკა „მედიქალ ჰაუსის“ მედპერსონალის მიმართ. დღეს, მივედი კლინიკაში, ვიყავი წინასწარ ჩაწერილი ოჯახის ექიმთან, მინდოდა ჩამეტარებინა გამოკვლევები, რადგან გადატანილი მქონდა COVID-19, (გასულია დაინფიცირებიდან 17 დღე და მოხსნილი ვარ აღრიცხვიდან, დასრულებულია თვითიზოლაცია). გაიგეს რა, რომ გადატანილი მქონდა კოვიდი, კლინიკაში არ შემიშვეს, მიყურებდნენ, შეშინებული და დაბნეულები, დამაყენეს კლინიკის ეზოში... ოჯახის ექიმი გამოვიდა ეზოში და კონსულტაცია ჩამიტარა ღია ცის ქვეშ, სხვების თანდასწრებით. თავი იმართლეს იმით, რომ იცავდნენ თავს და ჩემი კლინიკაში შეშვება იყო დაუშვებელი. ისიც დააფიქსირეს რომ ადაპტირებული კაბინეტი ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულებისთვის, თუმცა მე კოვიდი უკვე აღარ მაქვს. ოჯახის ექიმმა თან გამომიცხადა "მოსვლა რა საჭიროა", ელექტრონულად ვიკონტაქტოთ. ხშირად მიმეორებდა იმას რომ შორს გავწეულიყავი მისგან, მიუხედავად იმისა რომ დისტანცია მეჭირა.

ერთი სიტყვით კლინიკიდან გამომაგდეს და გამიშვეს სხვა კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად. ეს სწორი დამოკიდებულებაა? ასე უნდა ექცეოდნენ პაციენტებს? მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელად ვარ და ჩემი ფეხით მივედი და წამოვედი კლინიკიდან. წარმოდგენაც არ მინდა ცუდად რომ ვყოფილიყავი რა დღეში ჩამაგდებდნენ.

აქვე მინდა კმაყოფილება გამოვთქვა დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ, სადაც შემხვდა ძალიან გამოცდილი, გულისხმიერი და კვალიფიციური პერსონალი", - წერს ირმა ხოშტარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Qqq   (28.10.2020)
Ra gagikvirda ar shegishves da gamogagdes ragha ginda abaa jamrtel xalxtan xom ar shegishvebdnen ra spektaklebs Martav arika mteli davadyopo pexze unda damdgariyo


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×