რეზონანსი
28.10.2020

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ვერ დაადანაშაულებს მედიასა და ოპოზიციას ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და ვერც უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც „ქართული ოცნების" რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას. ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენენ პრემიერის ტყუილებს, ქართველი ხალხი აღსდგება დამსხვრეული ოცნებების წინააღმდეგ და ხმას უკეთეს მომავალსა და კეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მისცემს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსურდზე მეტია - ის მედიასა და ოპოზიციას ადანაშაულებს ზუგდიდის წარუმატებელ ოპერაციაში და კიდევ ერთხელ უარყოფს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მისმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. არცერთ სხვა ქვეყანაში ვერ გაექცეოდა დამნაშავე ასე იოლად ხელისუფლებას ნახევარი მილიონი დოლარით ხელში და არცერთ სხვა ქვეყანაში არ დადის ყოველი სამი დამნაშავიდან ორი ასე თავისუფლად ქუჩებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. ეს „ნორმალურად" ითვლება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში.

გასული 4 წლის განმავლობაში კრიმინალი გაორმაგდა ქვეყანაში. მხოლოდ შარშანდელი წელი რომ ავიღოთ, 40 000 დამნაშავე ვერ დაიჭირა ამ მთავრობამ. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, კანონის უზენაესობა კრიმინალურმა კანონებმა ჩაანაცვლეს. გახარიას მორიგი აბსურდული განცხადება რა იქნება? ისევ ოპოზიციას დაადანაშაულებს იმაში, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში? მედიის ბრალია, რომ პენსიონერებს საჭმლისა და წამლის საყიდლად საბანკო სესხის აღება უწევს? „ქართული ოცნების" პარტიის ყველაზე დიდ შემომწირველს სანტა კლაუსმა მისცა 45 მილიონი კორონა კრიზისის დროს გამარტივებული შესყიდვის წესით? შაბათს, არჩევნების შემდეგ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მის ტყულებს აღარ მოვისმენთ. ჩვენ ჩავანაცვლებთ ამ ფულის-მკეთებლების გუნდს ჩვენი, საქმის-მკეთებლების გუნდით და შემდეგ ჩვენს თავზე ავიღებთ პასუხისმგებლობას: ჩვენ დავალაგებთ ამ არეულდარეულობას, რაც „ქართულმა ოცნებამ" დატოვა. ჩვენ დავამარცხებთ სირარიბესა და კრიმინალს და ქვეყნის აღმშენებლობას დავიწყებთ. ცვლილებები ახლოს არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×