რეზონანსი
29.10.2020

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა.

მისივე თქმით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვი, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის მიმართულებით.

„ჩვენი უმთავრესი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი გონიერებით, განათლებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი მოწესრიგდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბევრი განხორციელებული პროექტის და წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში არსებობს გამოწვევები, პრობლემები.

„შემიძლია, ბევრი პრობლემა ჩამოვთვალო, მათ შორის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონშიც, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, რომელიც მზად არის, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია. გვყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ხვალინდელ საქართველოზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, ყველა პრობლემას, რომელიც თბილისში არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (29.10.2020)
Сениор Кала! Мхолод ертадерти шекитхва: Итвлеба ту ара халхзе твалебис датхра амаве халхис самсахурад. Момикитхе Хизана да ис бичеби.Имедиа рогорц ковелтвис ахлац мипасухебт

ვახო   (29.10.2020)
24 საათი ფულს აკეთებთ თქვე დედამოტყნულებო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×