რეზონანსი
30.10.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძე პარტიის ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მოხდა ტექნიკური შეცდომა:

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ, ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. სიმღერა არის იმაზე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო. 

ნუ ნერვიულობენ, მე როგორც კი ომი დაიწყო საქართველოსთან, იმის მერე არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ. ჩემი განწყობა იციან, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა. ბუბა კიკაბიძე უნდა რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება ისე უყვარს. ჩემმა მეგობრებმა გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადლობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა. რის შემდეგაც ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
?????????   (30.10.2020)
BUBA isetive qartvelia rogorc Misha Saakiani,Bijo ratom gitkdebat rom somxebi xart??? Tqven ers ara scemt pativs da qartveli eri gekvarebat??? tqven mkvlelebo!BUBA IKO SWORED TELEVIZIIS WIN AVTOMATEBS ROM AKAKANEBDA DA XOCAVDA QARTVELEBS,mKVLELEBO SHENC MISHAC,misi NACBANDITEBI DA XROVA MISI MXARDAMCHEREBI,GAREWREBO!!!

ჭორლეონე   (30.10.2020)
ბუბა მოგიტყან მკვდარი და ცოცხალი. შეიძლება შენ არ გინდა მაგრამ, სული რუსულ-მონღოლური გაქ და თითონ გემღერება. საბჭოეთში ხარ ჩარჩენილი სა კრემლის ეზოში დაგმარხავთ.

Eli   (30.10.2020)
Цаватанем, тандем Аветисяна и Саакяна! Sonxebs ratom utydebat rom somxebi arian?!

Jema   (30.10.2020)
Buba mixede shen chirqian carsuls ras erchi am saqartvelos mag nagijaris chamoyvana rom ginda..cadi ukrainashi da iyavit ertad.aq mag nagavi ar gvchirdebaaa..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×