რეზონანსი
21.11.2020

ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, 107-ვე უბანი გახსნილი იყო ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში. ამ წუთებში მიმდინარეობს უბნების დახურვა, როგორც მოსალოდნელი იყო ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა“, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.

„დღეს, ჩვენმა მომხრეების ძალიან დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის რომ გავაგრძელოთ ის ტემპი რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანში, განვითარება სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად იქნებოდა გადანაწილება, თუმცა მე მინდა ვთქვა და ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია და დესტუქცია აზრს არის მოკლებული. „კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს ამომრჩეველს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება არჩევნებზე ამომრჩეველთა ნაკლებ აქტივოას, პირველ რიგში გამომდინარეობს იქიდან, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იცით, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამან გარკვეულწილად განაპირობა, ის რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი. მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებდა“, - განაცხადა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (21.11.2020)
იმდენი შენი სუყველაფერს შეცა საქართველომ დამაჯერებლად. გაწყობს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×