რეზონანსი
21.11.2020

შიდა ქართლში საპარალამენტო არჩევნების მეორე ტური ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქში მშვიდ გარემოში ჩატარდა. 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. 112-ვე საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხმების დათვლა მიმდინარეობს.

საარჩევნო სისტემაში შესული ცვლილებების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის ამომრჩეველი ქარელისა და ხაშურის გაერთიანებულ ოლქში რეგისტრირდება. ქარელი-ხაშურის მე-16 გაერთიანებულ ოლქში 103 744 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ ქარელში 35,7% შეადგინა, ხაშურში კი ამომრჩეველთა 31,78%-მა გააკეთა საკუთარი არჩევანი. ოლქში 3 სპეცუბანი იყო გახსნილი, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საოლქო კომისიას 150-მა მოქალაქემ მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )