რეზონანსი
22.11.2020

"გა­მარ­ჯო­ბა, რო­გორ ხარ-თქო რომ გკი­თხო, ცოტა უხერ­ხუ­ლია, მეც ეგრე ვარ. მი­ხა­რია, რომ გა­დავ­რჩით და ცო­ცხლე­ბი ვართ. ახლა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა და­ვი­წყოთ, უფრო მეტი სი­კე­თით სავ­სე. მარ­თა­ლია არ გვაკ­ლდა სი­კე­თის კე­თე­ბა, მაგ­რამ გა­ვა­ას­მა­გოთ. ექი­მე­ბი ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან, ახ­ლი­დან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ. ხოდა ეს ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ყო­ფი­ლა. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებ.

ბევრ სი­კე­თეს და გა­ხა­რე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თვის ყვე­ლას იღ­ბალს ვუ­სურ­ვებ­დი ხოლ­მე და ეს 100 პრო­ცენ­ტით სი­მარ­თლეა. ჩვენ იღ­ბლი­ა­ნე­ბი ვართ. წინ დიდი ცხოვ­რე­ბა გვე­ლო­დე­ბა. არ მახ­სოვ­ხარ ექ­სკურ­სი­ი­დან, მი­ხა­რია, რომ კარ­გად ხარ", - ეს წე­რი­ლი ერთ-ერ­თია იმ წე­რი­ლე­ბი­დან რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში მყოფ­მა სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნილ­მა ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძემ თა­მუ­ნა (თამო) არ­ღვლი­ანს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად მის­წე­რა.

მა­ნამ­დე გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში სთხოვ­და არა­სო­დეს ეტი­რა, წერ­და:

"ჩვე­ნი ტი­რი­ლი მა­შინ მორ­ჩა, როცა გა­დავ­რჩი­თო. მარ­თლა უფ­ლის სას­წა­უ­ლია შა­ტი­ლის შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის დროს სამი სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა", - წერ­და ის.

თა­მუ­ნა არ­ღვლი­ა­ნი, ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე და ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მარ­თლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობ­და ამის­თვის. უფ­ლის წყა­ლო­ბით და ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით გონ­ზე მო­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი, თურ­მე თა­ვა­დაც ამ­ხნე­ვებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. არც თამო არ­ღვლი­ანს და­უ­ტო­ვე­ბია ნა­ტა­ლი­ას წე­რი­ლი უპა­სუ­ხოდ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­ო­ცა­რი გო­გო­ნე­ბის თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ არ დარ­წმუნ­დე, რომ უფა­ლი სას­წა­ულს ახ­დენს. ულა­მა­ზე­სი თამო არ­ღვლი­ა­ნი ახლა სახ­ლშია, თა­ვის თბილ გა­რე­მო­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. იმ სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, როცა ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე, უარი მი­თხრა. უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რე­კავს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უბ­რის­გან თავს ვი­კა­ვე­ბო. მაგ­რამ და­ვი­თან­ხმე და გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს მას­თან.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს თამო თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად წა­ვი­და შა­ტილ­ში. ის "სი­სა­უ­რე­ბის" ხინ­კლის სახ­ლში მუ­შა­ობ­და.

- თამო, პირ­ველ რიგ­ში გი­ლო­ცავთ გა­დარ­ჩე­ნას, რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- უკეთ ვარ, თუმ­ცა ჯერ კი­დევ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია.

- რო­გორც ვი­ცით, სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად წახ­ვე­დით ტურ­ზე...

- სი­სა­უ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ში მზა­რე­უ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. ჩვენ შვიდ­ნი ვი­ყა­ვით ერ­თად წა­სუ­ლე­ბი. ორი დღით ადრე მი­თხრეს, რომ კვი­რას შა­ტილ­ში ტური იგეგ­მე­ბა და წა­ვი­დე­თო. არ მახ­სოვს რო­გორ ვემ­ზა­დე­ბო­დი. ისიც კი არ მახ­სოვს ტან­ზე რა მეც­ვა. იმ სა­ში­ნე­ლი დღი­დან მხო­ლოდ სა­ში­ნე­ლი გზა რომ იყო ეს მახ­სენ­დე­ბა. მე სვა­ნი ვარ და სვა­ნეთ­ში სულ ერთხელ ვარ ნამ­ყო­ფი, იმი­ტომ რომ გზის მე­ში­ნო­და. მახ­სოვს კოშ­კე­ბი და უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით გზად თაფ­ლის სა­ყიდ­ლად რომ გავ­ჩერ­დით. აქ წყდე­ბა ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა. მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს, გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ფურ­ცელ­ზე და­ვუ­წე­რე სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბის, ისი­ნი რო­გორ არი­ან -თქო ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე არა­ვინ მი­თხრა.

მთე­ლი ერთი თვე მე­გო­ნა ყვე­ლა­ნი კარ­გად იყ­ვნენ და მკურ­ნა­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში, მაგ­რამ მერე გა­ვი­გე რაც მოხ­და. ჩემს გარ­დაც­ვლილ მე­გობ­რებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს. სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მთე­ლი გზა ვი­ცი­ნო­დით და ვსა­უბ­რობ­დით, ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დით, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ უკა­ნას­კნე­ლად ვხე­დავ­დი მათ. ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ბა­ტო­ნი და­ვით სი­სა­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ლია ას­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, ქეთი ზა­კა­ლაშ­ვი­ლი... მი­ჭირს მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა. თქვენ რომ ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს ვერ გაძ­ლევთ, ამა­საც გან­ვიც­დი, მაგ­რამ მი­ჭირს სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე

- ცნო­ბი­ლია, რომ ითხოვთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას

- რო­გორც ხა­ტია და ნა­ტა­ლია, მეც ვი­თხოვ, რომ გა­ირ­კვეს ვინ იყო მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე. ამ­დე­ნი თვე გა­ვი­და და ჯერ პა­სუ­ხი არ გვაქვს, ექ­სპერ­ტი­ზას ელო­დე­ბი­ან. ჩვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც კი არ გვაქვს, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი გვჭირ­დე­ბა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მოხ­დე­ბა და აქაც ისე­ვე გა­ვი­მარ­ჯვებთ, რო­გორც სიკ­ვდილ­ზე გა­ვი­მარ­ჯვეთ.

აღ­ნიშ­ნეთ, რომ ისევ გჭირ­დე­ბათ ოპე­რა­ცია, რო­დის იგეგ­მე­ბა?

- კი მჭირ­დე­ბა ხელ­ზე ოპე­რა­ცია. ორ კვი­რა­ში მარ­ცხე­ნა ხე­ლი­დან რკი­ნე­ბი უნდა მომხსნან და თა­ბა­შირ­ში ჩა­მის­ვან, ერთი თვის მერე კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ ის ახა­ლი წლის მერე და­ი­ნიშ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს, მათ შო­რის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი. მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ ამ­დე­ნი სით­ბოს­თვის. ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლას მაძ­ლევს. არ შე­მიძ­ლია არ ვი­სა­უბ­რო ჩვენს ექი­მებ­ზე და მედ­პერ­სო­ნალ­ზე, რომ­ლებ­მაც სას­წა­უ­ლი გა­ა­კე­თეს. მად­ლო­ბა, ჩემს გმირს, ექიმ ლე­ვან რა­ტი­ანს, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. ნა­ტა­ლის მსგავ­სად მეც გონ­ზე ვყო­ფილ­ვარ, როცა მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და ამოგ­ვიყ­ვა­ნეს. ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი მათ­თვის მით­ქვამს. ასე გა­ი­გეს ჩე­მებ­მა, რომ მე­სა­მე გა­დარ­ჩე­ნი­ლი მე ვი­ყა­ვი. მე არა­ფე­რი მახ­სოვს... არც ის რომ მერე კლო­ნი­კა­ში გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ ჩემი ძმა რომ შე­მო­ვი­და. თურ­მე პირ­ვე­ლად ჩემი უფ­რო­სი ძმა შე­მო­უშ­ვეს ჩემ­თან, გონ­ზე ვყო­ფილ­ვარ და მაგ­და ექიმს უკი­თხავს ჩემ­თვის იცა­ნიო, კიო, მით­ქვამს და თავი და­მიქ­ნე­ვია, მაგ­რამ არც ეს მახ­სოვს.

იხილეთ სრულად: ამბები.ჯი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×