რეზონანსი
22.11.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავისურუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო მეთვალყურეობას უწევენ 1200 ადამიანს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1684 ადამიანია.

კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 289 ტესტი ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×