რეზონანსი
25.11.2020

ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს.

ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. მოთხოვნები სოციალური ხასიათის იყო - აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები. დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა,

ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე აქვს წარდგენილი. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ლევან ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×