რეზონანსი
26.11.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე 2012 წელს ჟურნალისტის შეკითხვას სპონტანურად უპასუხა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ამის შესახებ დღეს მან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კითხვები მის მიმართ სწორედ 2012 წელს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

კალანდაძის თქმით, საქმე პოლიტიზირებულია და სამართალთან კავშირი არ აქვს.

ამასთან, საქმის პროკურორის განცხადებით, კალანდაძემ სხდომაზე კითხვების უმეტეს ნაწილს პასუხი არ გასცა. იგი აცხადებდა, რომ ფაქტები არ ახსოვდა ან არ იცის. პროკურორმა თავის მხრივ ასევე განაცხადა, რომ მათ მიმართეს სასამართლოს, რათა წინასასამართლო სხდომა გადაიდოს და საგამოძიებო მოქმედებები ორი თვით გახანგრძლივდეს. აღნიშნულიას მიზეზად პროკურორმა დაასახელა ის, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (27.11.2020)
რას ჰქვია პოლიტიზირებულია. ქალი ხარ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გამოდიხარ და ამბობპბ დავით გარეჯა საქართველო არ არისო. მინისტრის მოადგილეობა მზარეულობა ხომ არ არის, მთელი ქვეყნის ბედი გებარათ, სად გქონდათ პასუხისმგებლობა, მაშინვე იყავი დასაჭერი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×